სექტემბრის თვიდან, თითქმის ყოველდღე, სოციალურ ქსელსა თუ სატელეფონო ხაზზე, მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მთხოვენ ჩემი კოლეგები პასუხს....
- ქალბატონო ხათუნა, "რა ავირჩიეთ და რა გამომიგზავნა სამინისტრომ? სად ვეძებოთ სამართალი, კიდევ 6 წელი დავკარგოთ თაობა?! ესაა ინოვაციური წიგნები?!... ყდებიც არაა შეცვლილი და რატომ მოდის ჩვენს სკოლაში სრულიად სხვა სახელმძღვანელოები?! ვერ მოაგროვეთ ტირაჟი? ხომ ეწერა რესურსცენტრის წერილში, რომ თუ მასწავლებლები აირჩევდნენ და მოაგროვებდით 5000 ეგზემპლარს დაიბეჭდებოდა სახელმძღვანელო? რატომ არ მოხდა ასე? - კი, ეწერა და 27 000 ტირაჟიც მოვაგროვეთ! - იყო ჩემი პასუხი.
გაუთავებელი თხოვნა, რომ როგორმე დავეხმარო მათ...
ვცდილობ იმედი მივცე, რადგან ბრძოლას
ყოველთვის აქვს აზრი!
--------------------------------------------------------------------------------
ბლოგში ამოიკითხავთ,
საქართველოში 2018 წლის ზაფხულის პერიოდში გრიფირების პროცესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. სოციალურ ქსელში ბევრი დაიწერა და ითქვა ამ პროცესის შესახებ, მაგრამ ბუნებისმეტყველების მე-5 და მე-6 კლასის სახელმძღვანელოს ისტორიის შესახებ ახლა გიამბობთ....
-------------------------------------------------------------------------------
ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო... ბავშვური
ოცნება, დამეწერა ან შემექმნა სასკოლო სახელმძღვანელო, რომლითაც ჩემს მოსწავლეებს ვასწავლიდი!
ხოდა, ამ ისტორიის დასაწყისი ძალიან კარგია! 30 წლის შემდეგ, ჩემი სახელმძღვანელო გრიფირებულია, მე ჩემს მოსწავლეებს ამ სახელმძღვანელოთი ვასწავლი! ეს იყო დიდი შრომისა და თავგანწირვის შედეგი! ორი წელიწადის განმავლობაში ყოველდღიურად სახელმძღვანელოზე მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ივიწყებ ახლობლებს, ოჯახს, მეგობრებს და ცდილობ შექმნა სუფთა ფურცლიდან ინოვაციური სახელმძღვანელო, მორგებული 21-ე საუკუნის მოსწავლეებზე!
--------------------------------------------------------------------------------
გრიფირების პროცესში გამოიკვეთა სერიოზული დარღვევები, რომელსაც
სამინისტროს აუდიტი უკვე სწავლობს და დიდი მოლოდინით ველოდებით მე და ჩემი ავტორთა ჯგუფი.
პროცესის ერთ-ერთი დარღვევა იყო არაპროგნოზირებადი ვადები ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესახებ. ვადა სახელმძღვანელოების ჩაბარების თუ გრიფირების მინიჭების, უვადოდ იყო გადაწეული... ყოველი ზაფხულის დღე და ღამე ავტორთა ჯგუფისთვის სტრესული და უამრავი სურპრიზებით სავსე. გამომცემლობები არ იყვნენ საქმის კურსში იმ ცვლილებების შესახებ, რომელსაც გრიფირების კომისია ნაბიჯ-ნაბიჯ ადგენდა. აღარ მთავრდებოდა.... ეს იყო სტრესული და დამამცირებელი, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად!
ერთ დღეს ჩაფიძის კლინიკაშიც აღმოვჩნდი ....
გრიფირების საკონკურსო პროცესში ჩართული შვიდი ბუნებისმეტყველების სახელმძღვანელოდან ჩვენ პროდუქტს, საკმაოდ მაღალი შეფასება ჰქონდა ექსპერტების მიერ, ეს დოკუმენტი ოფიციალურად მივიღეთ. სამინისტროს გრიფირების წესების მიხედვით, ამ შვიდი საკონკურსო წიგნიდან პირველი სამი უნდა შეესყიდა... თუმცა შესყიდვამდე იყო მეორე ეტაპი - გამომცემლებს უნდა შეეთავაზებინათ სახელმძღვანელოებზე შესყიდვის ფასდაკლება. "შეწონილი ქულით" კი - სახელმძღვანელო საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის დაიბეჭდებოდა....
ძალიან მარტივად, რომ ავხსნათ: თუ რომელიმე გამომცემლობა წიგნის შესყიდვის პროცესში, ისეთ ფასდაკლებას გააკეთებდა, რომ სამინისტრო მის წიგნს შეისყიდიდა 25 ან 50 თეთრად, მაშინ ასეთი სახელმძღვანელო შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ შვიდი წიგნის თავში, პირველ ადგილზეც კი. სავარაუდოდ ასეც მოხდა.... დაბალქულიანმა სახელმძღვანელომ ჩაანაცვლა ჩვენი წიგნები. დასკვნები თქვენთვის მოგვინდია. თუმცა სამი მნიშვნელოვანი დარღვევა ახლდა ამ პროცესს თან, რომელზეც ბლოგში არ დავწერ. წერილი დანართითურთ შევიტანეთ სამინისტროში.
-------------------------------------------------------------------------
მოხდა უცნაური რამ...
6 აგვისტოს, გამომცემლობა
"ტრიასმა" ერთ-ერთი სტამბიდან მიიღო წერილი, რომ ჯამში 27 000 ეგზემპლარი (მე-5 & მე-6 კლასი) დასაბეჭდია და დაემატებინათ მათ კერძო სკოლების ტირაჟის რაოდენობაც. სავარუდოდ, იმ დროისთვის ეს სახელმძღვანელოები იყო შერჩეული პროგრამის ფარგლებში. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ ეს სახელმძღვანელოები უკვე დაბეჭდილ მდგომარეობაში განთავსებული იყო აგვისტოს თვის პირველ ნახევარში თბილისის ერთ-ერთ საცავში. ერთი ეგზემპლარი იმ დროისთვის ჩაგვივარდა ხელში.
ამ წიგნს ეწერა, რომ გამოცემულია პროგრამის ფარგლებში და მინიჭებული აქვს მაიდენტიფირებელი ნიშანი (კოდი), როგორც ამას ითვალისწინებდა გრიფირების წესი.
ჩვენ სახელმძღვანელოების კორექტირების შემდეგ, სააგენტოს მოთხოვნით, www.grifireba.emis.ge-ზე გამომცემლობას
მოსთხოვეს მაღალრეზოლუციანი ანუ საბეჭდი ფაილების ატვირთვა, რაც გამომცემლობა "ტრიასმა" დაუყოვნებლივ განახორციელა. შესაბამისად, სააგენტოსთვის ისინი ხელმისაწვდომი იყო და მათი საბეჭდი მიზნებისათვის მოპოვება (სისტემიდან ამოღება) და შემდგომ გამოყენება ტექნიკურად არანაირ სირთულეს არ წარმოადგენდა.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებდა იმას, რომ სახელმძღვანელოები მოხვედრილი იყო სახელმწიფო შესყიდვაში და მისი ამოღება შესყიდვების სიიდან მოხდა ხელოვნურად და მიზანმიმართულად.
უფრო ვრცელი წერილი, დოკუმენტირებული და რამდენიმე დანართის სახით უკვე 7 აგვისტოს შევიტანეთ სამინისტროში, თუმცა მასზე პასუხი არ გვაქვს ამ დრომდე. არც შუალედური. ველოდებით ამ პროცესის შესწავლის დასრულებას, აუდიტის დასკვნას და და მინისტრის გადაწყვეტილებას.
ბატონი თეიმურაზ მურღულია იყო მზად სოციალურ ქსელში ეპასუხა შეწუხებული ავტორებისთვის. მან დაწერა 7 აგვისტოს პოსტი და ჩემს პირველ კომენტარსაც უპასუხა ნაწილობრივ, მაგრამ საბოლოო კომენტარზე პასუხი არ მაქვს. იხილეთ ფოტოკოლაჟის სახით.
როგორ ვანუგეშო მასწავლებლები?! მასწავლებლები, რომლებიც ძალიან კარგად არჩევენ კარგს, საუკეთესოსა და ადრინდელ, წინა 6 წლის განმავლობაში მყოფ წიგნებს ერთმანეთისგან.
გულდასაწყვეტია ის ფაქტი, როცა აცხადებენ საუკეთსო წიგნები შეისყიდა სამინისტრომ საჯარო სკოლებისთვის..... მასწავლებელია ის, ვინც ძალიან კარგად ზომავს სასწავლო რესურსის ავკარგიანობას.
მოვერიდები მასწავლებლების იმ კომენტარებსა და წერილების გამოქვეყნებას, რომელიც ამ დრომდე მივიღე პირადად, თუ როგორ არიან შეწუხებულნი აღნიშნული ფაქტით - "რა ავირჩიე და რა გამომიგზავნა სამინისტრომ? "
და რატომ მაინც და მაინც ჩვენი წიგნები?
რადგან ბუნებისმეტყველება მოიცავს ფიზიკას, ბიოლოგიას, ქიმიას და გეოგრაფიას ყველა საგნის სპეციალისტმა იმუშავა თითო თავზე, მათ შორის აკადემიურმა და სკოლაში მუშაობის სერიოზული გამოცდილებით. ეს მოხდა პირველად. ბიოლოგმა არ დაწერა ქიმიის ნაწილი და არც გეოგრაფს დაუწერია ქიმიის ნაწილი. სწორი, სიღრმისეული ელემენტების მარტივად მიწოდება საგნის კომპეტენციებიდან გამომდინარე ადრინდელ ასაკშივე მნიშვნელოვანია.
ჩვენი სახელმძღვანელოს კონცეფცია ეფუძნება 21-ე საუკუნის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისად მნიშვნელოვანია, მოსწავლეს განუვითარდეს კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარები, იყოს შემოქმედებითი და გამომგონებელი, შეძლოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ასევე განივითაროს საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები. სახელმძღვანელოში არსებული სხვადასხვა ინფორმაცია და სავარჯიშოები ორიენტირებულია მოსწავლეზე. მოსწავლის ინდივიდუალური უნიკალური უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისთვის სახელმძღვანელოში ეფუძნება დიფერენცირებულ სწავლებას, რაც აისახება ძირითადად სხვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებში. სახელმძღვანელოში დაცულია გენდერი, მიმართულია მდგრადი განვითარების გააზრებაზე, მის ანალიზსა და ტრანსფერზე ყოფა-ცხოვრებაში.
რატომაა ინოვაციური და განსხვავებული?
1. ყოველი
გაკვეთილი მოცემულია წიგნის ერთ გადაშლაზე, დაახლოებით 300 სიტყვის მოცულობით.
2. გაკვეთილში მოცემულია რუბრიკა- საკვანძო
სიტყვები- (ასევე გვხვდება ლექსიკონშიც, რომელშიც დალაგებულია გაკვეთილების მიხედვით), გაკვეთილებში მოცემულია ასევე რუბრიკა, თუ რას შეისწავლის
კონკრეტული გაკვეთილი, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს მოსწავლეს. ყოველი გაკვეთილი ბოლოვდება- მე უკვე ვიცი და შემიძლია-
რუბრიკით, რაც მოსწავლეს დაეხმარება, ადვილად შეამოწმოს თავისი ცოდნა. თუ რომელიმე საკითხი ჩამონათვლიდან ჯერ კიდევ ასათვისებელი ექნება, მოსწავლეს ეძლევა საშუალება , მიუბრუნდეს გაკვეთილის ათვისების პროცესს და საბოლოოდ მოახდინოს თვითმონიტორინგი. ახლავს თითოეული თავის მიხედვით განმარტებითი ლექსიკონი.
3. სახელმძღვანელოში
მოცემულია მრავალფეროვანი სავარჯიშოები. მათ შორის მარტივი ექსპერიმენტები, რომელიც უდავოდ სახალისოს ხდის გაკვეთილს და მორგებულია, როგორც ასაკობრვ თავისებურებებზე, ასევე კვლევითი უნარების განვითარებაზე.
4.სახელმძღავენლოში
არის
რამდენიმე კვლევითი
პროექტი - შემაჯამებელი სამუშაოს სახით, რომელიც უდავოდ ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მოსწავლეებმა აქტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გამოიმუშაონ კვლევითი უნარები და მოახდინონ ცოდნის ტრანსფერი ყოფა -ცხოვრებაში.
5.სახელმძღვანელოში
არის
რამდენიმე ელრესურსი, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება, მოამზადოს პრეზენტაცია ან პროექტი.
6.ელრესურსებისთვის
სახელმძღვანელოში გამოყენებულია QR კოდები, რომელიც
პირდაპირ ბმულზე გადასვლის შესაძლებლობას იძლევა, სმარტფონითა და პლანშეტით, ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივად ჩამოიტვირთოს პროგრამა
QR Code reader.
7. სახელმძღვანელოში
გამოყენებულია ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი ბლოგი - https://bunebabunebabuneba.blogspot.com/
, რომელიც
მუდმივად
განახლებადია, იქმნება რესურსები, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის.
8. ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილ კრეატიულ ბლოგზე მოთავსებულია
რამდენიმე გაკვეთილის პრეზენტაციაც, ასევე კროსვორდები, ქვიზები, სიმულაციები.
9. არასამთავრობო
ორგანიზაციის „ეკოხედვის“ თანხმობით, გამოყენებულია რამდენიმე საინტერესო რესურსი, რომელიც მორგებულია სასწავლო პროცესზე ესგ-ს მიხედვით.
10. სახელმძღვანელოში თავმოყრილია საინტერესო ფაქტების აღმნიშვნელი ღონისძიებები მეცნიერებაში.
10. სახელმძღვანელოში თავმოყრილია საინტერესო ფაქტების აღმნიშვნელი ღონისძიებები მეცნიერებაში.
მასწავლებლის წიგნში კი შეტანილია სხვადასხვა ტიპის რეკომენდაციები, ასევე იმ სავარჯიშოებისა და დავალებების სწორი და სავარაუდო პასუხები, რომლებიც მოცემულია მოსწავლის წიგნში. მოგეხსენებათ, რამდენად მნიშვნელოვანი პროცესია შეფასება, სწორედ ამიტომ დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა შეფასების სისტემას, რომელიც ეფუძნება ესგ მოთხოვნებს. შემუშავებულია შეფასების რუბრიკები და მითითებები, თუ როგორ უნდა ჩამოაყალიბოს პედაგოგმა შეფასების კრიტერიუმები. გაწერილია კვლევითი პროექტების გზამკვლევი. მოცემულია დამატებით რამდენიმე პროექტი. მასწავლებლის წიგნში დეტალურად არის განხილული მოსწავლის სახელმძღვანელოდან I თავის ყველა გაკვეთილის სცენარი და დანარჩენი თავებიდან კი რამდენიმე გაკვეთილი. მასწავლებლისთვის აქცენტები გაკეთებულია განსხვავებულ ელრესურსებზე, რომელიც შეუძლია, გამოიყენოს საგაკვეთილო პროცესში.
ბუნების სახელმძღვანელო,
რომელიც
არის
გამომცემლობისა და ავტორთა ჯგუფის მიერ შექმნილი განსხვავებული ხედვის პროდუქტი, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გარანტი, მოსწავლეები დაინტერესდნენ ამ საგნით და ჰქონდეთ მრავალმხრივ განვითარებული უნარ-ჩვევები.
ამიტომ, არის ეს სახელმძღვანელო განსხვავებული!
ბლოგზე დევს სახელმძღვანელოც, მისი რესურსებიც, როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მასწავლებლებისთვის, რომელიც მთლიანად შექმნა ავტორთა ჯგუფმა.
https://bunebabunebabuneba.blogspot.com/
და ბოლოს,
ბატონო მინისტრო, ნუ წაართმევთ უფლებას 27 000 მოსწავლეს ისწავლოს ამ სახელმძღვანელოთი!
ხათუნა
გოგალაძე
17.09.2018
ps.
სახელმძღვანელოს ავტორები: ხათუნა გოგალაძე, მარინა ჯალიაშვილი, ზაზა ჯალიაშვილი, თამარ სადაგიშვილი, შორენა სამაკაშვილი, ილია ლომიძე, თეა ქუთათელაძე და თეა ელერდაშვილი.
გამომცემლობა "ტრიასი"
ps.
ინოვაციური სახელმძღვანელოები, ახალი სიტყვა ბუნებისმეტყველებაში!
სახელმძღვანელოს ავტორები: ხათუნა გოგალაძე, მარინა ჯალიაშვილი, ზაზა ჯალიაშვილი, თამარ სადაგიშვილი, შორენა სამაკაშვილი, ილია ლომიძე, თეა ქუთათელაძე და თეა ელერდაშვილი.
გამომცემლობა "ტრიასი"





Las Vegas (NV) Casino - Mapyro
RépondreSupprimerCasino: The casino is 태백 출장마사지 located in downtown Las Vegas and is open daily 24 hours. The casino has 수원 출장안마 a variety of 영주 출장안마 slot machines and table games. Casino 고양 출장안마 Size: 익산 출장안마 9500 sq